
ადრეული და სკოლამდელი განათლება
4-5 წელი ადრეული განათლება.5-6 წელი სკოლამდელი განათლება

ინგლისური ენა
5-6 წლის
ბავშვებისთვის

ადრეული და სკოლამდელი განათლება
*********************
ეს პროგრამა განკუთვნილია 4-6 წლის ბავშვებისთვის. სასწავლო მეთოდიკა ემყარება საერთაშორისო საგანმანათლებლო მოდელს და მდიდარია თამაშის და სამეცნიერო ცდების ელემენტებით. ამისთვის საკლასო ოთახი აღჭურვილია მაღალი ხარისხის სასწავლო სათამაშოებით და სწავლების პროცეში გამოიყენება მრავალფეროვანი ვიზუალური სასწავლო რესურსები, რომლის უმეტესობა ხელნაკეთია და მოსწავლეთა ინდივიდუალურ საჭიროებებზეა მორგებული. ვიდეოები, პრეზენტაციები და ინეტრაქტიული თამაშები ეხმარება პატარებს მიიღონ განათლება იმ სამყაროში, რომელიც მათ ყველაზე მეტად უყვართ.
************************
KIDS LAB-ის უნიკალური პროგრამით ,,შემეცნებითი ანბანი" ბავშვები შეისწავლიან ქართულ ანბანს, რომელიც აგებულია 33 სამეცნიერო თემაზე. ჩვენი პატარა მოსწავლეები გაივლიან 33 სხვადასხვა სამეცნიერო თემას, გახდებიან პატარა მკვლევარები და შეიმეცნებენ სამყაროს.
***********************
ინგლისური ენის შესასწავლად გამოიყენება Jolly phonics-ის სახალისო პროგრამა და სასწავლო რესურსები.რომელის მსოფლიოს 100 ზე მეტ ქვეყანაში აღიარებულია, როგორც ყველაზე ეფექტური მოდელი 5-6 წლის ბავშვებისთვის ინგლისურის შესასწავლად.
ასო-ბგერების შესწავლა ხდება მათი შესაბამისი სიმღერის და სენსორული მოძრაობის დასწავლით. სწავლების პროცესში გამოიყენება სენსორული დაფა და jolly phonics-ის ინტერაქტიული დაფის თამაშები.
***
აღმოაჩინე!
ისწავლე ! გაიზარდე!
Explore! Learn! Grow!

სკოლამდელი განათლება
ინგლისური 5-6 წლის ბავშვებისთვის
ინგლისი ტიუდორის დაწყებითი სკოლა
საჩვენებელი გაკვეთილი
სასკოლო მზაობის ჯგუფი
გაკვეთილზე ნაჩვენებია კარნახით სწავლება. ეს მოდელი ბავშვებს გამოუმუშავებს თავდაჯერებულობას: ,,მე შემიძლია დამოუკიდებლად წერა". სწავლების ასეთი მეთოდი ეხმარება ბავშვს დაანაწევრონ წინადადება სიტყვებად ისე, რომ შეინარჩუნოს და გაიაზროს მნიშვნელობა.
Jolly Phonics-ით სწავლება I კლასელ მოსწავლეებს უქმნის ძლიერ ფუნდამენტს ენის შესასწავლად.
მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში და ახლა უკვე საქართველოში
Jolly Phonics & Jolly Grammar
Jolly Phonics
5-6 წლის ბავშვებისთვის

Jolly Phonics-ის პროგრამით ისწავლება ინგლისური ენის 42 ასო-ბგერა და მათი გამოყენება კითხვის პროცესში. საინტერესო რესურსების მეშვეობით და სინთეზური სწავლების მოდელით Jolly Phonics-ის პროგრამა ბავშვს აძლევს ხარისხიან ცოდნას და უქმნის ძლიერ ფუნდამენტს ენის შესასწავლად. სწავლებისას გამოიყენება ინტერაქტიული დაფა და Jolly Phonics-ის თამაშები smartboard-ისთვის. საგაკვეთილო პროცესი მდიდარია სენსო-მოტორული აქტივობებით.
Jolly Grammar
7-12 წლამდე ბავშვებისთვის

Jolly Grammar-ის პროგრამით ისწავლება ინგლისური ენის მართლწერა, პუნქტუაცია და გრამატიკა. სწავლება მოიცავს 6 საფეხურს და იძლევა ენის ფუნდამენტურ ცოდნას. კურსის გავლის შემდეგ ბავშვს შეეძლება ნებისმიერი დონის ინგლისური ლიტერატურის კითხვა, თავისუფლად მეტყველება და გამართულად წერა. Jolly Grammar აღიარებულია როგორც ინგლისური გრამატიკის შესასწავლი ყველაზე სინთეზური და მარტივი მეთედი.


.png)



