სიტყვების როლი ბავშვის ადრეული განვითარების ეტაპზე. რატომ უნდა ვესაუბროთ 7 თვის ბავშვს?
- mariam maisuradze

- Jul 18, 2020
- 3 min read

ექიმი ბრენდა ფიცჯერალდი
არსებობს ღრმა დამოკიდებულება ცხოვრების დონესა და ჯანმრთელობას შორის, ეს კი შესაძლოა გადამწყვეტი იყოს 3 წლის ასაკის ბავშვისთვის, აქ განმსაზღვრელი არის ენა. ენა არის ამოსავალი წერტილი იმისა თუ რას ნიშნავს იყო ადამიანი. ცხოველებს შესაძლოა გააჩნიათ ხმოვანი სიგნალები და ჟესტები, როგორც საკომუნიკაციო ფორმა, მე შემიძლია ამის მაგალითად საკუთარი კატა მოვიყვანო, რომელიც დილის 5 საათზე მაღვიძებს როცა შია, მაგრამ ადამიანები ბევრად უფრო ადაპტირებულები არიან ენის ქონის თვალსაზრისით, სხვადასხვა რასის ადამიანები ფლობენ განსხვავებულ ენას. ადამიანების უმეტესობა კი ერთზე მეტ ენას ფლობს. თქვენ ვერასოდეს ნახავთ შიმპანზეს რომელიც კითხულობს წიგნს, ადამიანებისთვის კი კითხვა ყოველდღიურობაა.
ბავშვები იბადებიან გარკვეული პროგრამით, რომლის მეშვეობითაც მათ აქვთ ამ ენების და ლექსიკური მარაგის ათვისების უნარი, რადგან ენა სწორედ ის არის რაც ჩვენ ადამიანებად გვაქცევს, უფრო ზუსტად კი გვაძლევს გადარჩენის საშუალებას.

ნაყოფის ტვინი 35-ე კვირაზე იწონის იმის 2/3 -ს ვიდრე ის აიწონის 39-40-ე კვირაზე.
ბავშვების ტვინი არის საკმაოდ მყარ ფენიანი რაც უპირატესობას აძლევს მათ შეისწავლონ განსხვავებული ენები. ენების სწავლის შესაძლებლობა ყველა ბავშვს ერთნაირად განვითარებული აქვს, ენების შესწავლის პროცესი კი უშუალოდ აღმზრდელებზეა დამოკიდებული. ეს ნიშნავს დედის და ბავშვის უნიკალურ გამოცდილებას.
შემიძლია სუბიექტური მაგალითი მოგიყვანოთ საკუთარი გამოცდილებიდან:
მე გახლავართ გინეკოლოგი და უამრავი ბავშვი მყავს მოვლენილი ამ ქვეყნად, მაგრამ გამოცდილება სხვის მშობიარობასა და საკუთარ ორსულობას შორის აბსოლიტურად განსხვავებულია. როდესაც გავიგე, რომ ფეხმძიმედ ვიყავი, უკვე საკმაოდ ჩამოყალიბებული ექიმი გახლდით. 8 წლის ასაკიდან მინდოდა ვყოფილიყავი ექიმი და ისიც ზუსტად ვიცოდი, რომ მინდოდა შვილები, მაგრამ ჩემი ორსულობის დროს იმდენად გამიტაცა ჩემს ჯერ არდაბადებულ ბავშვზე ფიქრმა, რომ არავინ და არაფერი მაინტერესებდა რაც ჩემგან 3 მეტრის მანძილზე ხდებოდა.
ენის განვითარების პროცესი შესაძლოა ვუწოდოთ დედის და ბავშვის კომუნიკაციის აქტს, როდესაც დედა ესაუბრება, ეთამაშება, უღიმის თვეების ბავშვს. ამ დროს ის ესაუბრება უშუალოდ ბავშვს და ბავშვიც გარკვეულ მიმიკებს და ხმოვან სიგნალებს მიმართავს მშობლის საპასუხოდ. ეს არის ინტერაქტიული სახის საუბარი, როდესაც ესაუბრები, ეურთიერთები უშუალოდ ბავშვს და მისგანაც იღებ გარკვეულ უკურეაქციას. სწორედ ეს არის ენის დასწავლის პროცესი, ლექსიკის გამდიდრების პროცესი და უფრო მეტიც, გონების განვითარების პროცესი ბავშვებში.
ჰარვარდის ბავშვის განვთარების ცენტრში ჩატარებულმა ექსპერიმენტმა ეს დაადასტურა:
ექსპერიმენტი მშობელი აქტიურად ეურთიერთება თვეების ბავშვს, უცინის, ესაუბრება და ეთამაშება. ბავშვიც შეძლებისდაგვარად პასუხობს და რაც მთავარია ბედნიერია.

უეცრად დედა აშეშებს სახეს და არ გამოავლენს არანაირ რეაქციას ბავშვის ხმაურზე ან მიმიკებზე. ბავშვის ბედნიერი მდგომარეობა ნელ-ნელა იცვლება სასოწარკვეთით და ყველა მცდელობის მიუხედავად ისევ მიიქციოს დედის ყურადღება, დედა არ შედის კონტაქტში.

ექსპერიმენტის ბოლოს ბავშვები, როდესაც რწმუნდებიან რომ დედა არ აპირებს კონტაქტში შესვლას, ღიზიანდებიან და იწყებენ ტირილს.
ამ ექსპერიმენტს უწოდეს ,,გაშეშებული სახის ექსპერიმენტი“ და ის ხაზს უსვავს ინტერაქტიული კომუნიკაციის მნიშვნელობას ბავშვებთან.
კიდევ უფრო ფართომასშტაბიანი ექსპერიმენტი ჩატარდა იმის დასადგენად, თუ რა იწვევს ბავშვების ენის, ლექსიკის, თუ გონებრივ განვითარებას ან განუვითარებლობას, რა ფაქტორები ახდენს გავლენას ან როდის ხდება ეს გავლენა, რა ასაკში.
მცდელების სამუშაო იყო, ექსტრემალური, ღრმად ჩართული დაკვირვება ოჯახებზე. ისინი აკვირდებოდნენ 42 ოჯახის ცხოვრებას. ისინი აკვირდებოდნენ ამ ბავშვებს ყოველ წუთს, საათსა თუ დღეს. 7 თვის ასაკიდან 3 წლამდე. ის, რაც მათ აღმოაჩინეს, იყო სრულიად განსხვავებული, იმისგან, რასაც მოელოდნენ. ოჯახებს შორის იყო, რაღაც, რაც მათ ერთმანეთისაგან განასხვავებდათ, ეს არ იყო რასა, არ იყო სქესი და აი გასაღებიც, ეს არ იყო ფული, ეს არ იყო მშობლების მიერ ნაყიდი სათამაშოების რაოდენობაზე დამოკიდებული, არც საცხოვრებელი ადგილი იყო განმსაზღვრელი, არც სახლის ზომა, რომელშიც ცხოვრობდნენ, მთავარი მსაზღვრელი იყო ურთიერთობა, სწორედ ინტერაქტიული საუბარი მშობელსა და ბავშვს შორის.

მათ აღმოაჩინეს, რომ დაბალი ფენის(დაბალი აკადემიური შესაძლებლობების) მშობლები 30 მილიონი სიტყვით ნაკლებს ეუბნებოდნენ ამ (თითქმის)3 წლის მანძილზე შვილებს ვიდრე ის მშობლები, რომელთაც ჰქონდათ პროფესია, დაბალი აკადემიური შესაძლებლობების მშობლები მხოლოდ 600 სიტყვას ეუბნებოდნენ ბავშვს საათში, ხოლო პროფესსის მქონე მშობლები 1200 სიტყვას საათში, იმიტომ რომ ასეთ მშობლებს აქვთ გამუდმებული კომუნიკაცია შვილებთან.
,,ოჰ, პამპერსი გაქვს გამოსაცვლელი, არ იდარდო ეხლავე მივხედავთ ამ საქმეს, ნახეთ ეს პატარა ფეხები, განა საოცრება არ არის? შეხედე ამ თეთრ ქათქათა მუცელს, ეს ყველაზე საყვარელი რამ არის რაც ოდესმე მინახავს, შენ ჩემი საყვარელი შვილი ხარ“ და ა.შ.
ეს სიტყვები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ბავშვის გონების გნვითარება სწორედ ამ სიტყვებზე და მათ სიმრავლეზეა დამოკიდებული, სწორედ ეს არის ტვინის ის სავარჯიშო რომელიც ავითარებს ტვინის სხვა ნეირონებსაც და შემდეგ უკვეც ავითარებს სხვადასხვა უნარებს, თუნდაც დასწავლის შესაძლებლობას. თუ ეს სიტყვათა მარაგი ცოტაა და ნაკლებია ინტერაქტიულობა ნეირონები განვითარების ნაცვლად ჭკნება და იწყებს კვდომას. ეს ამცირებს დასწავლის შესაძლებლობასაც.
აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ეს არ არის მხოლოდ სიტყვების მოსმენა, რადგან თუ ბავშვს ტელევიზორთან დავსვავთ მთელი დღე იმ იმედით რომ ლექსიკას გაიმდიდრებს, ეს მხოლოდ გაშეშებული სახის ექსპერიმენტი იქნება და მეტი არაფერი.
ბავშვი არ სწავლობს მხოლოდ მოსმენით,
აუცილებელია ხშირი, ინტერაქტიული საუბრები მასთან.
განათლების ლაბორატორიის პროექტ-მენეჯერის მარიამ მაისურაძის ბლოგი
სტატიის პირველწყარო:
.png)


Comments